თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეცედენტული განჩინება


Skylawyer-ის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განჩინება მიიღო რომლითაც დაადგინა ავიარეისის დაგვიანების/გაუქმების გამო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებზე სასამართლოების კომპეტენციაზე. 

საქმე ის გახლავთ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 17 ივლისის #122-ე ბრძანება “საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ” ცალსახად ადგენს, რომ ბრძანების მოქმედება ვრცელდება ყველა მგზავრზე, რომელიც მგზავრობდა იმ ავიარეისით რომელიც გაფრინდა საქართველოს ტერიტორიიდან, მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნის ავიაკომპანია ასრულებდა ფრენას და სად იყო ფრენის დანიშნულების ადგილი. მიუხედავად ამისა, მსგავსი ტიპის საქმეებზე ქართულ სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს, სასამართლო ხშირად უარს აცხადებდა საქმის წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ რადგანაც უცხოური ავიაკომპანია ასრულებდა ფრენას და ფრენის დანიშნულების ადგილი იყო სხვა ქვეყანა, საქართველოს სასამართლოების კომპეტენცია ასეთ ფრენებზე არ ვრცელდებოდა, რაც წარმოადგენს საქმის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველს. სასამართლოს მიერ მიღებული მსგავსი არაერთი გადაწყვეტილება იქნა გასაჩივრებული Skylawyer-ის მიერ სააპელაციო სასამართლოები, ხოლო ერთ-ერთი ასეთი საჩივარი უკვე სრულად იქნა დაკმაყოფილებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც სრულყოფილად გაიაზრა ავიამგზავრთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა და აგრეთვე ევროკავშირის კანონმდებლობისა და სასამართლოების მიერ დადგენილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მსგავსი ტიპის საკითხების გადაწყვეტასთან მიმართებაში.

მიგვაჩნია რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ავიამგზავრთა უფლებების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის სწორად გამოყენებისკენ და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებისკენ.

 



Что пользователи говорят о нас