მგზავრთა უფლებები


ავიამგზავრთა უფლებები დაცულია სხვადასხვა ქვეყანათა შიდა ეროვნული კანონმდებლობით. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს საერთაშორისო რეგულაციები რომელიც მგზავრთა უფლებებს იცავს, მაგალითად მათ შორის არის ევროკავშირის 2004 წლის 11 თებერვლის #261 რეგულაცია რომელიც ავიაკომპანიებს ავალდებულებს მგზავრებს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია ისეთ შემთხვევებში როგორიცაა ფრენის დაგვიანება ან ფრენის გადადება, ჩასხდომაზე უარი. აგრეთვე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტი არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 1999 წლის მონრეალის კონვენცია, რომელიც ასევე იცავს მგზავრთა უფლებებს.

ევროკავშირის #261 რეგულაცია ერთერთი ყველაზე ეფექტური და ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტია ავიაკომპანიების წინააღმდეგ. რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უფლებების დაცვას ისეთ შემთხვევებში როგორიცაა ფრენის დაგვიანება, ფრენის გადადება, უარი ჩასხდომაზე და განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია.

ზემოაღნიშნული რეგულაციის გარდა, არსებობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებენ ევროკავშირის #261 რეგულაციით დადგენილი წესების შინაარსს ადგენენ მისი გამოყენების სტანდარტს.

გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანას აქვს შიდა ეროვნული კანონმდებლობა რომელიც იცავს ავიამგზავრთა უფლებებს და ავიაკომპანიას ავალებს გადაიხადას ფრენის კომპენსაცია მგზავრის სასარგებლოდ როდესაც სახეზეა სხვადასხვა სახის შეფერხებები ფრენაზე, მათ შორის ფრენის დაგვიანება, ფრენის გადადება, უარი ჩასხდომაზე და ა.შ.

თუ თქვენ თვლით, რომ ავიაკომპანიამ დაარღვია თქვენი უფლებები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და შეგვატყობინოთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ. ჩვენი კომპანიის იურისტთა გუნდი შეისწავლის თქვენს საქმეს და ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებზე დაყრდნობთ შევეცდებით დაგეხმაროთ თქვენი უფლებების დაცვაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ სწრაფად და უფასოდ შეამოწმოთ გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია ჩვენს ონლაინ აპლიკაციაში

ასე რომ გახსოვდეთ, ფრენის დაგვიანება, ფრენის გადადება, უარი ჩასხდომაზე, ბარგის დაკარგვა/დაზიანება, უსიამოვნო ფაქტია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს უსიამოვნება ფულად კომპენსაციად ვაქციოთ. 


რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე