ფასები


1. უფასო მომსახურება 

Sky Lawyer უფასოდ შეისწავლის თქვენი საქმის დეტალებს და შეგატყობინებთ შესაძლებელია თუ არა გეკუთვნოდეთ კომპენსაცია. Sky Lawyer- ის მომსახურება აგრეთვე უფასოა თუ კი თქვენთვის ვერ მოვიპოვეთ კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

2. წარმატების საკომისიო 

წარმატების საკომისიო ნიშნავს იმას, რომ თქვენ მომსახურების საფასურს იხდით მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში. მხოლოდ იმ პირობით, თუ კი ჩვენი სერვისის შედეგად მგზავრმა მოიპოვა კომპენსაცია ავიაკომპანიისგან, Sky Lawyer დააკავებს მომსახურების საკომისიოს მოპოვებული თანხიდან. მომსახურების საკომისიო არის მოპოვებული 25%, გადასახადების ჩათვლით.

3. სასამართლო დავის შემთხვევაში

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანია უსამართლოდ ამბობს უარს კომპენსაციის გადახდაზე, უსასრულოდ წელავს კომპენსაციის პროცესს ან სხვაგვარ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, Sky Lawyer-მა შესაძლებელია გადაწყვიტოს დავის სასამართლოში გაგრძელება რათა ავიაკომპანია ვაიძულოთ გადაიხადოს კომპენსაცია. ასეთ შემთხვევაში Sky Lawyer-ის წარმატების საკომისიო გაიზრდება 50%-მდე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლო დავასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა (სასამართლო ბაჟი, თარგმნისა და ნოტარიუსის მომსახურება და სხვ.)

4. კორპორატიული კლიენტები და პარტნიორები

იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ სარგებლობთ Sky Lawyer-ის მომსახურებით კორპორატიული შემოთავაზების ფარგლებში, წარმატების საკომისიოს ოდენობა (მათ შორის სასამართლო დავის შემთხვევაში), კომპენსაციის გადახდის წესი და მომსახურების სხვა პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

კორპორატიული პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია რომ ელექტრონული განაცხადის შევსების დროს ან Sky Lawyer-ის წარმომადგენელთან კომუნიკაციის დროს დააფიქსიროთ რომ სარგებლობთ კორპორატიული შემოთავაზების პირობებით და დაასახელოთ პარტნიორი ორგანიზაცია.

 

 


რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე