გახდი Sky Lawyer-ის პარტნიორი და მიიღე მომსახურების განსაკუთრებული პირობები.

Sky Lawyer დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს/მომხმარებლებს მიიღონ კუთვნილი ფრენის კომპენსაცია თუ კი ავიაკომპანიამ მათი გეგმები თავდაყირა დააყენა. ჩვენ დაგეხმარებით ფრენის დროს შექმნილი პრობლემებით მიღებული უსიამოვნება გადააქციოთ ფულად კომპენსაციად.

თუ თქვენს თანამშრომლებს/მომხმარებლებს ხშირად უწევთ ფრენა, მათ შეიძლება სხვადასხვა პრობლემები შეექმნას ფრენის დროს, მაგალითად. ფრენის დაგვიანება, ფრენის გადადება, ბარგის დაკარგვა/დაზიანება და ა.შ. ყველა მსგავს შემთხვევაში გქონდეთ Sky Lawyer-ის დახმარების იმედი.

როგორ მუშაობს?

თქვენი თანამშრომელი/მომხმარებელი ავსებს აპლიკაციას

თქვენი თანამშრომელი/მომხმარებელი აპლიკაციას ავსებს ჩვენს ვებ გვერდზე, გვიყვება მისი პრობლემის (ფრენის დაგვიანება, ფრენის გადადება და ა.შ.) შესახებ და აპლიკაციის შევსებისას უთითებს პარტნიორი ორგანიზაციის სახელს

ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ საქმეზე

Sky Lawyer ამზადებს ყველა იურიდიულ დოკუმენტაციას, აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან თქვენი თანამშრომლის/მომხმარებლის სახელით და მიიღებს ყველა საჭირო ზომას რათა თქვენმა თანამშრომელმა/მომხმარებელმა მიიღოს კუთვნილი ფრენის კომპენსაცია

მომხმარებელს/თანამშრომელს ერიცხება ფრენის კომპენსაცია

თქვენს მომხმარებელს/თანამშრომელს ერიცხება ფრენის კომპენსაცია და იღებს შეღავათიან პირობებს ჩვენს მომსახურებაზე. თქვენს თანამშრომელს/მომხმარებელს არ უწევს არაფრის გადახდა თუ ფრენის კომპენსაცია ვერ მოვიპოვეთ. შედეგად, ყველა მხარე კმაყოფილი და ბედნიერია

შემოუერთდი ჩვენი პარტნიორების გუნდს რომლებიც უკვე სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით Sky Lawyer-ის მომსახურებაზე

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: contact@skylawyer.eu

რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე