9 საინტერესო ფაქტი ავიაციის შესახებ


არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ შეამჩნევს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ავიაცია თანამედროვე მსოფლიოში. საკითხავია, რეალურად რამდენი რამ ვიცით ფრენის შესახებ? გიფიქრიათ, რამდენი ნაწილისაგან შედგება თვითმფრინავი, სადაც იმყოფებით? ან რას მიირთმევენ პილოტები?

არსებობს უთვალავი საინტერესო ფაქტი ავიაციის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით, თუმცა აუცილებლად დაგანტერესებთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და გასაოცარ ფაქტს მის შესახებ.

ვინ იცის, შეიძლება სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო ჩაუღრმავდეთ პილოტის პროფესიასთან დაკავშირებულ თავისებურებებს და მოგინდეთ, გაიფართოვოთ ცოდნა ავიაციის სფეროში.

1. პილოტები მიირთმევენ განსხვავებულ საკვებს

სხვადასხვა თვითმფრინავში მოქმედებს სხვადასხვა წესი, რომლის შესრულებაც აუცილებელია ბორტზე მყოფი მომუშავე პირებისათვის, თუმცა არსებობს უნივერსალური წესი: პილოტებმა აუცილებლად უნდა მიირთვან მთავარი კერძები, რასაც ბიზნესს და პირველი კლასის მგზავრებს სთავაზობენ, მაშინ, როცა პილოტის დამხმარე მეორე პილოტი იძულებულია, დანაყრდეს მხოლოდ და მხოლოდ ძირითად კერძამდე მისატანი საკვებით, მიზეზი ყველასათვის მოულოდნელია: რეალურად ისინი წარმოადგენენ პილოტების ერთგვარ დაცვას, რათა მაქსიმალურად აარიდონ მთავარი მფრინავი საკვებისგან ინტოქსიკაციას.

2. ბოინგი 747 დამზადებულია ექვსი მილიონი ნაწილისაგან

ბოინგი 747 არის ყველაზე ცნობილი ფართოტანიანი სატრანსპორტო და ტვირთმზიდი თვითმფრინავი, რომელსაც ცის დედოფალსაც კი უწოდებენ. ბოინგი ცნობილია, როგორც პირველი უდიდესი საჰაერო ფლოტი, რაც აქამდე შეუქმნიათ. ის შექმნილია ექვსი მილიონი ნაწილისაგან და თითოეულს აკონტროლებენ პილოტები, როდესაც სხედან თავიანთ კაბინებში ათასობით ღილაკისა და ჩამრთველების წინ.

3. მოსახლეობის 80%-ზე მეტს ფრენის შიში აქვთ

აკროფობია არის სიმაღლის შიში, აეროფობიისა (ფრენის შიში) და სხვა მრავალი ფობიისგან განსხვავებით, მას შეუძლია, გამოიწვიოს სხვადასხვა სირთულე, როდესაც მიწიდან საკმაოდ მაღლა იმყოფებით. აკროფობებად ითვლებიან ადამიანები, რომელთაც აშინებთ მაღალსართულიან შენობებზე ან თუნდაც კიბეებზე ასვლა.

4. ბოინგ 747-ის თითოეული ძრავა იწონის 9500 ფუნტს

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ბოინგ 747-ის შესახებ უკავშირდება მისი ძრავების წონას. ეს საჰაერო ხომალდი არის ერთ-ერთი პოპულარული და მშვენიერი თვითმფრინავი. ბოინგი 747 დამზადებულია ექვსი მილიონი ნაწილისაგან, ერთ-ერთი ნაწილი არის ძრავა, რომელიც იწონის თითქმის 9 500 ფუნტს (4 300 კგ) და ღირს დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი.

5. მსოფლიოს ყველაზე დატვირთული კომერციული აეროპორტი მსოფლიოში

ყველაზე დატვირთული კომერციული აეროპორტი არის ჰართსფილდის, რომელიც მდებარეობს ატლანტაში; წელიწადის განმავლობაში ითვლის 970 000-ზე მეტ რეისს. მგზავრების მიმოსვლაზე დაყრდნობით ის ყველაზე გადატვირთულია 1998 წლის შემდეგ, ხოლო აფრენებითა და დაფრენების მიზედვით 2005 წლიდან. როგორც მგზავრთა, ასევე ფრენების რაოდენობით ჰართსფილდის აეროპორტი პირველობას 2012 წლის შემდეგ არ თმობს. წელიწადში დაახლოებით სტუმრობს 95 მილიონი მგზავრი, ხოლო დღეში მეტი ვიდრე 260 000.

6. ბოინგ 747-ის სიჩქარე

ბოინგი 747 არამარტო ყველაზე დიდი თვითმფრინავია წარმოების ისტორიაში, არამედ ყველაზე სწრაფიც. მისი სიჩქარე არის 955 კმ/სთ.

7. მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 5% არის ნამყოფი აეროპორტში

მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორი მუდმივად ვითარდება, სტატისტიკაზე დაყრდნობით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5% პროცენტი არის ნამყოფი აეროპორტში ფრენის მიზნით. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით განუვითარებელი რეგიონებიდან, არასდროს ყოფილა აეროპორტში და ნაკლებადაა სავარაუდო, რომ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ოდესმე გამოიყენებენ მას. თუმცა, ამავე დროს, მსოფლიოს მოსახლეობის მცირე ნაწილი რეგულარულად დაფრინავს.

8. კომერციული თვითმფრინავის საშუალო ასაკი

საჰაერო ხომალდის ასაკი არ იზომება დროის მიხედვით. ის ეყრდნობა ე.წ ზეწოლის ციკლს, როდესაც ხომალდის მთავარი ნაწილი (ფიუზელაჯები) მოქმედებს. თვითმფრინავის 20–წლიანი სიცოცხლე მოიცავს საშუალოდ 51 000 ფრენის საათს და 75 000 ზეწოლის ციკლს. თუ თვითმფრინავი გადაადგილდება გრძელ მარშრუტზე, ზეწოლის ციკლი მცირდება და შესაბამისად, ხომალდის სიცოცხლისუნარიანობაც 20 წლამდე იზრდება.

9. ადამიანი, რომელიც ყველაზე ბევრს დაფრინავს

ტომ სტაკერი არის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს დაფარა 1 000 000 მილი პირველი კლასის თვითმფრინავით. ზოგადად მას აქვს განვლილი მეტი, ვიდრე 10 მილიონი მილი. 59 წლის ნიუ ჯერსიში მცხოვრები ჩიკაგოელი ტომი ამბობს, რომ მას, საბოლოო ჯამში, ნამგზავრი აქვს დაახლოებით 13 მილიონ მილზე მეტი, ამ მილების უმეტესობა კი სწორედ მაშინ აქვს გავლილი, როცა მუშაობდა ავტომობილების გაყიდვების დამოუკიდებელ კონსულტანტად და ინსტრუქტორად მსოფლიოს გარშემო.

 წყარო: www.baatraining.com



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე