ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა - მეკუთვნის ფრენის კომპენსაცია?


როგორც უკვე იცით, ფრენის 3 საათზე მეტი დროით დაგვიანების ან გაუქმების დროს ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრებს ფრენის კომპენსაცია გადაუხადოს. თუმცა მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ის, რომ თუ ფრენის დაგვიანება ან ფრენის გადადება ავიაკომპანიისგან დამოუკიდებელი „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო მოხდა, მგზავრს ფრენის კომპენსაცია არ ეკუთვნის. "განსაკუთრებული გარემოებების" შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

თუ ფრენა დაგვიანდა ან გაუქმდა ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვის გამო, მიიჩნევა თუ არა ეს „განსაკუთრებულ გარემობად“? ეკუთვნით თუ არა მგზავრებს ფრენის კომპენსაცია?

2018 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ამ საკითხზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და პასუხი გასცა ამ კითხვას. 2018 წლამდე, მიიჩნეოდა, რომ ავიაკომპანიის თანამშრომელთა გაფიცვა „განსაკუთრებული გარემოებაა“ რაც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა და მგზავრს არ ეკუთვნის ფრენის კომპენსაცია.

2018 წლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ავიაკომპანიას მაინც ევალება ფრენის კომპენსაციის გადახდა თუ ფრენის დაგვიანება ან ფრენის გადადება ე.წ. „დაუგეგმავი“ (უნებართვო) გაფიცვის გამო მოხდა. ინგლისურ ენაზე ამ მოვლენას wildcat strike ქვია და აღნიშნავს თანამშრომელთა გაფიცვის ისეთ ფორმას როდესაც ისინი დამსაქმებელს გაფიცვის დაწყების დროის შესახებ წინასწარ არ ატყობინებენ და მოულოდნელად იწყებენ გაფიცვას.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა რომ ავიაკომპანიის თანამშრომელთა ყველა გაფიცვა არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც „განსაკუთრებული გარემოება“ რაც ავიაკომპანიას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ზოგ შემთხვევაში, თუ კი სახეზეა დაუგეგმავი/უნებართვო გაფიცვა, ავიაკომპანია მაინც ვალდებულია გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია მგზავრებს.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაიზარდა იმ შემთხვევების წრე, რა დროსაც მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტული ძალისაა, იგი გავრცელდება ყველა სამომავლო შემთხვევაზე, თუმცა, მისი უკუქცევითი ძალის გამო იგი აგრეთვე გავრცელდება ყველა წარსულ ფრენაზე, რომლებზეც მგზავრებს უარი ეთქვათ ფრენის კომპენსაციაზე.

გაიხსენეთ, დაგვიანებულა თუ არა თქვენი ფრენა ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვის გამო, შეავსეთ ჩვენი აპლიკაცია და ჩვენ დაგეხმარებით გაიგოთ გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია.

გაითვალისწინეთ, რომ ე.წ. ოფიციალური (კანონიერი) გაფიცვების დროს, ავიაკომპანია არ არის ვალდებული გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია. მოგვიყევით თქვენი შემთხვევის შესახებ, Sky Lawyer უფასოდ შეისწავლის ამ საკითხს და შეგატყობინებთ გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია.

 



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე