დავუჯეროთ თუ არა ავიაკომპანიის უარს ფრენის კომპენსაციაზე?


როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირისა, საქართველოს და აგრეთვე რამდენიმე სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ავიაკომპანიებს ავალებს მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია როდესაც სახეზეა ფრენის დაგვიანება, ფრენის გადადება ან სხვა ტიპის პრობლემა. ამ რეგულაციების მოთხოვნის დაკმაყოფილება ავიაკომპანიებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ყოველწლიურად ავიაკომპანიების მიერ მგზავრებისთვის გადახდილი ფრენის კომპენსაცია ჯამურად რამდენიმე ასეული მილიონი ევროა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა 😊

ამიტომ, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ავიაკომპანიები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ რათა თავიდან აირიდონ ფრენის კომპენსაციის გადახდა. თუ კარგად არ ხართ ინფორმირებული თქვენი უფლებების შესახებ შეიძლება იოლად მოტყუვდეთ.

შეიძლება თუ არა ავიაკომპანიამ შეგნებულად უსამართლოდ უთხრას უარი მგზავრს ფრენის კომპენსაციის გადახდაზე?

საკუთარი გამოცდილებით ვიცით რომ კი, შესაძლებელია. უფრო მეტიც, ზოგიერთი ავიაკომპანია ძალიან ხშირად ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს რათა არ გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ზუსტად იცის რომ ევალება ფრენის კომპენსაციის გადახდა.

ეს ერთგვარი სტრატეგიაა, რომლებსაც ავიაკომპანიები სრულიად შეგნებულად მიმართავენ. შესაძლებელია მგზავრების ნაწილმა მარტივად დაიჯეროს ავიაკომპანიის არგუმენტი და ხელი ჩაიქნიოს. მგზავრმა გაცილებით ცოტა იცის ამ ინდუსტრიის შესახებ და ნაკლები საშუალება აქვს შეედავოს ავიაკომპანიას.

დავუჯეროთ თუ არა ავიაკომპანიის არგუმენტს როცა უარს გვეუბნება გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია? ჩვენი რჩევა იქნება რომ არა. უფრო სწორად, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ავიაკომპანიის არგუმენტის სისწორე. ამის გაკეთება იოლი არაა, მაგრამ თუ ჩვენ მოგვმართავთ, ჩვენი ექსპერტების გუნდი იოლად დაგეხმარებიან ამის გარკვევაში.

ასე რომ თუ კი ავიაკომპანია უარს ამბობს კომპენსაციის გადახდაზე, ეს ჯერ კიდევ დასასრულს არ ნიშნავს. აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ავიაკომპანიის მიერ მითითებული არგუმენტის სისწორე.

ჩვენი აზრის გასამყარებლად, გვსურს ერთი მაგალითი მოგიყვანოთ ჩვენი გამოცდილებიდან.

ერთერთი ჩვენი მომხმარებლის სახელით ავიაკომპანიას საჩივარი გავუგზავნეთ და მოვთხოვეთ ფრენის კომპენსაცია, რაზეც ავიაკომპანიამ უარი განაცხადა.

 

ავიაკომპანიის უარი დასაბუთებული იყო იმ არგუმენტით რომ საჩივარი გაგზავნილი იყო ფრენიდან 2 წლის ვადის გასვლის შემდეგ. ავიაკომპანიამ მიუთითა მონრეალის კონვენციაზე და თავად ავიაკომპანიის მომსახურების სტანდარტულ პირობებზე, რომელიც ადგენს რომ ავიაკომპანიის წინააღმდეგ ნებისმიერი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ფრენიდან 2 წლის განმავლობაში.

ნებისმიერმა ავიაკომპანიამ ზუსტად იცის რომ ევროკავშირის #261 რეგულაციის საფუძველზე ფრენის კომპენსაციის მოთხოვნაზე არ ვრცელდება არც მონრეალის კონვენციით დადგენილი 2 წლიანი ვადა და არც თავად ავიაკომპანიის მიერ დადგენილი ვადა. ფრენის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა განსხვავებულია ევროკავშირის თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით და უმრავლეს შემთხვევაში იგი 2 წელზე უფრო მეტია.

უფრო მეტი ფრენის კომპენსაციის მოთხოვნის ვადებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს სტატიაში რამდენი წლის წინანდელ ფრენაზე შემიძლია კომპენსაციის მოთხოვნა?

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიამ ზედმიწევნით კარგად იცის ამის შესახებ, მაინც უარი განაცხადა გადახდაზე სწორედ ამ არგუმენტით.

რა თქმა უნდა, ასეთი პასუხი ჩვენთვის მიუღებელი იყო და გავაგრძელეთ ბრძოლა.

 

ავიაკომპანიას კიდევ ერთხელ მივუთითეთ, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტი სამართლებრივად არასწორი იყო.

გაინტერესებთ რა იყო ავიაკომპანიის რეაქცია? - დუმილი. ძალიან ხშირად, როცა ავიაკომპანიას სუსტი პოზიცია აქვს როგორც წესი დუმს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ჩვენ ავიაკომპანიის წინააღმდეგ საჩივარი დავწერეთ ევროკავშირის შესაბამისი სახელმწიფოს ავიაციის სააგენტოში. მას შემდეგ რაც სააგენტომ საქმე შეისწავლა და გაიზიარა ჩვენი საჩივარი, ავიაკომპანია იძულებული გახდა გადაეხადა ფრენის კომპენსაცია და მოგვწერა ეს წერილი:

 

ასე, რომ ავიაკომპანიის უარი ფრენის კომპენსაციის გადახდაზე ავტომატურად არ ნიშნავს რომ ფრენის კომპენსაცია არ გეკუთვნით. აუცილებელია ავიაკომპანიის მიერ მოყვანილი მიზეზი გადამოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გასაჩივრდეს შესაბამის ორგანოებში.

ჩვენ დაგეხმარებით სიმართლის დადგენაში და არ მივცემთ საშუალებას ავიაკომპანიას იოლად დაიძვრინოს თავი პასუხისმგებლობისგან.

შეამოწმეთ სწრაფად და უფასოდ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია აქ.

ავტორი: SkyLawyer-ის გუნდი



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე