მნიშნელოვანი ცვლილება მგზავრთა უფლებების მარეგულირებელ კანონმდებლობაში


როგორც უკვე ცნობილია, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ავიაკომპანიების მუშაობაზე და საერთაშორისო მგზავრობაზე რის შედეგადაც, ათასობით ფრენა გაუქმდა და კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ავია-მგზავრი დაზარალდა.

გარდა გაუქმებული ფრენებისა და შემცირებული შემოსავლებისა, ავიაკომპანიებს მოუწიათ ავია მგზავრთაგან წარდგენილ საჩივრებთან გამკლავება გაუქმებული ფრენების გამო ბილეთის საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო სხვადასხვა ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანოებმა საშეღავათო წესები დაადგინეს რათა დახმარებოდნენ კრიზისში მყოფ ავიაციის ინდუსტრიას. ამ ტრენდს არც საქართველო ჩამორჩა. 2020 წლის 18 მაისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ცვლილება შეიტანა მის მიერვე მიღებულ ბრძანებაში „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, ავიაკომპანიებს უფლება ენიჭებათ COVID-19-ის მიზეზით გაუქმებული ფრენის ბილეთის საფასური მგზავრს აუნაზღაუროს საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ.

ამ ცვლილების მიზანია ავიაკომპანიებს დამატებით 2 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცეს მგზავრების წინაშე ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ფრენები სრულად აღდგება რაც ავიაკომპანიებს შემოსავლის განუახლებს, ავიაკომპანიები დაიწყებენ მგზავრთა წინაშე ვალდებულებების დაფარვას.

თუ თქვენი ფრენა COVID-19-ის გამო გაუქმდა და ბილეთის თანხა ჯერ კიდევ არ დაგბრუნებიათ, გაითვალისწინეთ რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი ახალი წესის თანახმად, ავიაკომპანიებს უფლება აქვთ ეს თანხა დაგიბრუნოთ ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე