Covid 19 და ავიამგზავრთა უფლებები


ახალი კორონა ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ქვეყნების უმრავლესობამ საგანგებო ზომები მიიღო, ჩაიკეტა საზღვრები, შეიზღუდა გადაადგილება და უამრავმა საწარმომ შეაჩერა მუშაობა. ამ ზომებმა თავისთავად გავლენა იქონია ავიაკომპანიების მუშაობაზეც და შედეგად, ათასობით ფრენა გაუქმდა და კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ავია-მგზავრი დაზარალდა.

ამ დღეების მანძილზე, Sky Lawyer-ს უამრავი ავიამგზავრი წერს და თხოვს დახმარებას, მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ჩვენ შევეცადეთ ყველა სასარგებლო რჩევა, ინფორმაცია ან კითხვაზე პასუხი ერთ სტატიაში გავაერთიანოთ და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს:

აქვს თუ არა მგზავრს ავიაკომპანიისგან კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის უფლება თუ კი რეისი კორონა ვირუსის გამო გაუქმდა? 

ჩვენი პასუხი ცალსახაა - კორონა ვირუსი განიხილება როგორც ფორსმაჟორული გარემოება, რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა შესაბამისად ასეთ დროს ავიაკომპანიებს არ ევალებათ მგზავრს გადაუხადონ ფულადი კომპენსაცია რეისის გაუქმებისთვის. იმ შემთხვევაშიც კი თუ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მგზავრს შეატყობინა რეისამდე 2 კვირაზე უფრო ნაკლები დროით ადრე, ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრს გადაუხადოს კომპენსაცია.

გაითვალისწინეთ რომ უმრავლეს შემთხვევაში რეისების გაუქმება მოხდა სახელმწიფოების მიერ საზღვრების ჩაკეტვის ან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილებით რასაც ავიაკომპანიები უნდა დაემორჩილონ. იმ შემთხვევაშიც კი როცა სახელმწიფოებს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ავიაკომპანიამ შესაძლებელია მაინც გააუქმოს რეისი საკუთარი გადაწყვეტილებით რათა დაიცვას მგზავრების და საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება, რაც ასევე გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით და ათავისუფლებს ავიაკომპანიას კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან. 

სხვა რა უფლებები აქვს მგზავრს თუ კი მისი რეისი კორონა ვირუსის გამო გაუქმდა?

თუ რეისი კორონა ვირუსის გამო გაუქმდა,  ავიამგზავრს უფლება აქვს ავიაკომპანიისგან მოითხოვოს:

(1) გაუქმებული რეისის ბილეთში გადახდილი ფულის სრულად უკან დაბრუნება

ან

(2) გაუქმებული რეისის ბილეთის უფასო გადაცვლა სხვა რეისის ბილეთზე.

ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ თუ კი თქვენი ფრენა შედგებოდა რამდენიმე ნაწილისგან და მაგალითად, ფრენის პირველი ნაწილით ისარგებლეთ, ხოლო მეორე ნაწილი გაუქმდა, ავიაკომპანიას ევალება ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნება ნაწილობრივ, კერძოდ კი ფრენის გაუქმებული ნაწილის ბილეთის საფასურის პროპორციული ოდენობით დაბრუნება  

როგორ მოვიქცე თუ კი ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია არც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნება და არც მისი უფასოდ გადაცვლა სხვა ბილეთზე?

ბევრმა ავიაკომპანიამ საკმარისად სწრაფად იმოქმედა და ავიამგზავრებს წინასწარ შეატყობინა რეისის გაუქმების შესახებ და დაუგზავნა ელექტრონული წერილები რომლითაც შესთავაზა ბილეთის ფულის დაბრუნება ან მისი უფასოდ გადაცვლა სხვა რეისის ბილეთში. თუმცა ზოგმა ავიაკომპანიამ ეს ვერ გააკეთა. თუ კი ავიაკომპანიისგან ჯერ არ მიგიღიათ წერილი, რომლითაც ავიაკომპანია ამ ორ არჩევანს გთავაზობთ, ჩვენ გირჩევთ რომ ავიაკომპანიის ვებ-გვერდის ან მათი სოციალური ქსელების არხების გამოყენებით თავად დაუკავშირდეთ და მოთხოვოთ თქვენთვის სასურველი პირობის შესრულება.

როგორ მოვიქცე თუ კი ავიაკომპანიამ მხოლოდ ბილეთის სხვა ბილეთში უფასოდ გადაცვლის შესაძლებლობა მომცა და არ მიბრუნებს ბილეთში გადახდილ ფულს?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს მისცეს არჩევანი ორ პირობას შორის - ბილეთში გადახდილი ფულის დაბრუნება ან სხვა ბილეთში უფასოდ გადაცვლა. ამ ორ პირობას შორის არჩევანი მგზავრის უფლებაა და ავიაკომპანიას არ შეუძლია მგზავრი აიძულოს მხოლოდ ავიაკომპანიისთვის სასარგებლო პირობის არჩევა. თუ ავიაკომპანია უარს გეუბნებათ ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებაზე ან გთავაზობთ მხოლოდ სხვა ბილეთში უფასოდ გადაცვლას, იცოდეთ რომ ეს თქვენი უფლების დარღვევაა და თქვენ უფლება გაქვთ სრულად დაიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხა. ასეთ შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენ (claim@skylawyer.eu) და ჩვენ ვაიძულებთ ავიაკომპანიას დაგიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხა.

 რა დრო დაჭირდება ბილეთის თანხის დაბრუნებას ან მის გადაცვლას სხვა ბილეთში?

გაითვალისწინეთ რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, ავიაკომპანიებს უწევთ ექსტრაორდინალურ პირობებში მუშაობა და ყოველდღიურად ათიათასობით მგზავრისგან საჩივრების მიღება და გადამუშავება. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა კიდეც საჩივრების მიღება. შესაბამისად მოსალოდნელია რომ თანხის დაბრუნების ან ბილეთის გადაცვლის პროცესი საგრძნობლად დიდ დროს წაიღებს. ზუსტი დროის თქმა შეუძლებელია, ეს თითოეულ ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული. ამიტომ არ გქონდეთ მოლოდინი რომ ყველა ავიაკომპანია შეძლებს სწრაფადვე უპასუხოს თქვენს საჩივარს და დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

როგორ მოვიქცე თუ კი ვერ ვუკავშირდები ავიაკომპანიას ან თუ არ პასუხობენ ჩემს კითხვას?

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავიაკომპანიების მუშაობა საგრძნობლად შენელდა და დიდი დრო დაჭირდება მათ მიერ თქვენი მოთხოვნის დამუშავებას და პასუხის გაცემას. თუ ბილეთი რომელიმე სააგენტოსგან შეიძინეთ, ცადეთ მასთან დაკავშირება და ამ საკითხების გარკვევა. აგრეთვე გირჩევთ შეამოწმოთ ავიაკომპანიის ვებგვერდზე თქვენი პირადი პროფილი, რადგანაც ბევრი ავიაკომპანია მგზავრს საშუალებას აძლევს ვებგვერდის მეშვეობით თავად გადაცვალონ ბილეთი სხვა ბილეთში ან დაიბრუნონ ბილეთის თანხა. აგრეთვე გირჩევთ რომ გაეცნოთ მათ გვერდებს სოციალურ ქსელებში ან მათ ვებ-გვერდებზე კითხვა-პასუხის სექციას, სადაც ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე წინასწარ გააკეთა განცხადებები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაქვთ რაზე პასუხიც ამ სტატიაში ვერ იპოვეთ, მოგვწერეთ claim@skylawyer.eu და შევეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესი. გახსოვდეთ რომ ჩვენ ვმუშაობთ NO WIN NO FEE პრინციპით, ანუ ჩვენ მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ავიაკომპანიას ვაიძულეთ თანხის გადახდა მგზავრისთვის. გაიგეთ უფრო მეტი ჩვენი საფასო პოლიტიკის შესახებ აქ.

 

 



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე