კორონავირუსი - შეგვიძლია თუ არა მივიღოთ კომპენსაცია ფრენების გაუქმების გამო?


სხვადასხვა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 75 ათასია. ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა ჩინეთის საზღვრებს გარეთ არის დაფიქსირებული. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ინფიცირებულთა 80%-ში დაავადება  მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და მასშტაბების გათვალისწინებით, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ სიფრთხილის ექსტრაორდინალურ ზომებს მიმართა და ფრენები, ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით, დროებით, სრულად გააუქმა.

ავიაკომპანიების ნაწილი, რომლებმაც გააუქმეს ფრენები ჩინეთის მიმართულებით:

 

British Airways – 29 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით

Lion Air – ფრენები გაუქმებულია მთელი თებერვლის განმავლობაში

Air Seoul – 28 იანვრიდან - საბოლოო თარიღი უცნობია

United Airlines – 5 თებერვლიდან - 23 აპრილის ჩათვლით

Kenya Airways -  6 თებერვლიდან - მარტის შუა რიცხვებამდე 

ფრენები გაუქმდა ორი მიზეზით:

 

ჩინეთის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნით.

ავიაკომპანიების სურვილით, დაეცვათ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები შესაძლო ინფიცირებისგან და თავი აერიდებინათ ვირუსის უფრო მეტად გავრცელებისათვის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

შეგვიძლია თუ არა მივიღოთ კომპენსაცია, თუ ფრენა კორონავირუსის გამო გაუქმდა?

კორონავირუსი მიეკუთვნება იმ შემთხვევას, რომელსაც “განსაკუთრებულ გარემოებად” მოიხსენიებენ. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ფრენების გაუქმება. აქედან გამომდინარე, რადგანაც ავიაკომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა გაუქმებულ ფრენებზე, ისინი არ არიან ვალდებულნი გადაიხადონ კომპენსაცია.თუმ ცა ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, როგორიცაა British Airways, მგზავრებს შესთვაზა თანხის უკან დაბრუნება შეძენილ ბილეთებზე ჩინეთის მიმართულებით.

 

ფრენების გაუქმება და კომპენსირების წესები

როგორც უკვე ვთქვით, “განსაკუთრებული გარემოებების” გამო, მაგალითად როგორიცაა კორონავირუსი, მგზავრებს არ ეკუთვნით ფრენის კომპენსაცია (თუ თავად ავიაკომპანია არ გამოიჩენს კეთილ ნებას).

თუმცა არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რის გამოც ავიაკომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ ფრენის კომპენსაცია. მაგალითად:

ფრენის დაგვიანება 3 საათით ან მეტი დროით, მგზავრს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე ოდენობით. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ)

თუ ფრენა გადაიდო, და ავიაკომპანიამ მგზავრი არ გააფრთხილა მინიმუმ 14 დღით ადრე. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ )

უარი ჩასხდომაზე. Overbooking (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

თუკი ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემას წააწყდებით, მოგვმართეთ და ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი უფლებების დასაცავად.



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე