ჩასხდომის ბარათი როგორც კომპენსაციის გაცემის წინაპირობა?


Sky Lawyer-ს არაერთი მგზავრი მიმართავს კითხვით იმის შესახებ, ეკუთვნით თუ არა დაგვიანებული რეისის გამო კომპენსაციის მოთხოვნა იმ შემთხვევაში თუ კი ჩასხდომის ბარათის შენახული არ აქვს?  დღემდე სხვადასხვა ავიაკომპანიას სხვადასხვა წესები ჰქონდა დადგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგი ავიაკომპანია აუცილებლად მოითხოვდა ჩასხდომის ბარათის წარდგენას იმისათვის რათა კომპენსაცია გასცეს. თუმცა ევროკავშირის სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ ნათელი მოფინა ამ საკითხს.

2019 წლის 24 ოქტომბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ავია მგზავრთა უფლებებს ავიაკომპანიებთან ურთიერთობაში. ამ პრეცედენტული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა რომ ავიაკომპანიას უფლება არ აქვს რეისის დაგვიანების დროს კომპენსაციის გაცემის მიზნით მგზავრს მოთხოვოს ჩასხდომის ბარათის (boarding pass) ასლის წარდგენა.

საქმე ეხებოდა ავიაკომპანია Easyjet-ის მგზვრების მიერ ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ დავას. Easyjet-ის მიერ რეისის 3 საათზე მეტი დროით დაგვიანების გამო, ავიაკომპანიას საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს კომპენსაციის გადახდა, თუმცა საპასუხოდ ავიაკომპანიამ მგზავრებს მოთხოვა ჩასხდომის ბარათის ასლების წარდგენა, იმის დასადასტურებლად რომ მგზავრებმა ნამდვილად იმგზავრეს იმ კონკრეტული რეისით. მგზავრებმა ჩასხდომის ბარათი ვერ წარადგინეს და ამის გამო ავიაკომპანიამ უარი განუცხადა საჩივრის განხილვაზე და კომპენსაციის გადახდაზე.

მოგვიანებით ასეთი პრაქტიკა არაერთმა სხვა ავიაკომპანიამ აიტაცა და ისინი მარტივად ეუბნებოდნენ მგზავრებს კომპენსაციის გაცემაზე იმ მოტივით რომ მგზავრს შენახული არ ქონდა ჩასხდომის ბარათის ასლი და ვერ შეძლო მისი წარდგენა ავიაკომპანიისთვის.

მგზავრთა უფლებებისთვის ბრძოლამ საფრანგეთის სასამართლოებში გადაინაცვლა ხოლო საბოლოოდ მიაღწია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომდე. ევროკავშირის სასამართლომ კი დაადგინა, რომ ავიაკომპანიას უფლება არ აქვს მგზავრს უარი უთხრას კომპენსაციის გაცემაზე მხოლოდ იმ მოტივით რომ მგზავრმა ვერ შეძლო რეისზე მისი ყოფნის დადასტურება ჩასხდომის ბარათის ასლის წარდგენით. სასამართლომ განმარტა რომ ავიაკომპანიის მიერ მსგავსი წინაპირობის დაწესება არაგონივრულია და ავიაკომპანიას შეუძლია კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ავიაკომპანია დაამტკიცებს რომ მგზავრს საერთოდ არ უსარგებლია დაგვიანებული რეისით.

სასამართლომ დამატებით ასევე განმარტა რომ აღნიშნული წესები არ ეხება რეისის გაუქმების შემთხვევებს, კერძოდ, ისეთ შემთხვევაში თუ რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიამ მგზავრს ამის შესახებ რეისამდე 14 დღეზე ნაკლები დროით ადრე შეატყობინა, ასეთ დროს მგზავრს საერთოდ არ ევალება რეისზე რეგისტრაციის გავლა და უფლება აქვს პირდაპირ მოითხოვოს კომპენსაცია ფრენის გაუქმების გამო.

Sky Lawyer მიესალმება ევროპული სასამართლო პრაქტიკის ახალ სტანდარტს, რომელიც ცალსახად აძლიერებს მგზავრთა უფლებებს და ავიაკომპანიებს უკრძალავს ხელოვნური ბარიერების დაწესებით მგზავრს უარი უთხრან კუთვნილი კომპენსაციის გაცემაზე. 

ასე რომ, თუ თქვენმა რეისმა 3 საათზე მეტი დროით დააგვიანა და თქვენ კი ჩასხდომის ბარათი შენახული არ გაქვთ, არ ინერვიულოთ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ ისარგებლოთ Sky Lawyer-ის სერვისით და აპლიკაციის წარდგენის გზით მოითხოვოთ კომპენსაციის გადახდა ავიაკომპანიისგან.



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე