ზურგჩანთა თუ ჩემოდანი?


ზურგჩანთა თუ ჩემოდანი? რომლის გამოყენება სჯობს ფრენისას?

ყველა მოგზაურს თავისი შეხედულება აქვს, რომელი ჯობია მოგზაურობისას – ჩემოდანი თუ ზურგჩანთა. ორივეს აქვს უპირატესობანი და უარყოფითი მხარეები. სტატიაში გაეცნობით მათ შორის განსხვავებებს, რათა მარტივად გადაწყვიტოთ, რომლის წაღება იქნება თქვენთვის უმჯობესი.

მოგზაურობის ხანგრძლივობა:

ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენი ხნით მიდიხართ. თუ ორ კვირას გეგმავთ, გორგოლაჭებიანი ჩემოდანი უმჯობესია, მაგრამ არც ზურგჩანთა ქმნის დროის მხრივ დიდ პრობლემას.

მოგზაურობის ბიუჯეტი:

ბიუჯეტი ძალიან ყურადსაღები ფაქტორია. მაგ.: ბალიზე გორგოლაჭებიანი ჩანთა უპრობლემოა, თუმცა მდიდრულ მოგზაურობაში, სადაც მუდმივად გიწევთ სასტუმროდან სასტუმროში გადაადგილება სხვადასხვა ტაქსით – ეს ძალიან დამღლელი პროცესი იქნება, ამიტომაც აქ ზურგჩანთა უფრო რეკომენდირებულია.

ერთი სიტყვით, თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხართ – ზურგჩანთა იქონიეთ თან, ხოლო თუ მოგემსახურებიან ტაქსისტები, დაგეხმარებიან ჩემოდნის გადატანაში სასტუმროს თანამშრომლები – გორგოლაჭებიანი ჩანთაც კარგი გამოსაყენებელი იქნება.

დაგეგმილი აქტივობები:

თუ მაჩუ-პიქჩუს დალაშქვრას ან ევროპაში 3 თვით ხეტიალს აპირებთ, უპირობოდ – ზურგჩანთა! თუ მდიდრულ მალდივებზე მიფრინავთ, სადაც დატკბებით ულამაზესი ხედებით სასტუმროს ნომრიდან, მაშინ ჩემოდნის სრიალიც სიამოვნებას მოგგვრით.

ტანსაცმლის ტიპი, რომლის წაღებასაც აპირებთ:

ესეც მოგზაურობის ტიპზეა დამოკიდებული. თუ მდიდრულ მოგზაურობაში მიდიხართ და თან გინდათ, წაიღოთ ლამაზი კაბები, დაკუჭვისა და ჩაჭმუჭვნის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩემოდანი უკეთესია, ხოლო თუ სახეტიალოდ მიდიხართ უბრალო ტანსაცმლით, მაშინ – ზურგჩანთა.

თუ გაინტერესებთ, რას იფიქრებს სხვა თქვენზე:

არსებობს ადამიანების ტიპი, რომელთაც არ აინტერესებთ, როგორ მოგზაურობაში მიდიან და პირდაპირ ირჩევენ ზურგჩანთას. თუ ხალხის აზრი გადარდებთ და მიდიხართ კარგ სასტუმროში ლამაზ წვეულებაზე, დიდი ალბათობით, გორგოლაჭებიანი ჩანთა უფრო გამოგადგებათ.

წყარო: www.hippie-inheels.com

 



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე