როგორ გავუმკლავდეთ ხანგრძლივ ფრენას?


ხანგრძლივი ფრენა გიყვართ თუ გძულთ? ეს არის ერთადერთი გზა, მოხვდეთ პლანეტის შორ ადგილას; ადამიანების ერთ ნაწილს ეს პროცესი მოსწონს კიდეც, მაშინ, როცა დანარჩენებს ეზიზღებათ. რაც მთავარია, იცოდეთ, რომ გრძელმა გზამ არ უნდა შეგაშინოთ – თუ თქვენ თქვენს თავს წინასწარ განაწყობთ ამისთვის, დაგეგმავთ აქტივობებს, დრო სასიამოვნოდ გავა და ტკბილადაც დაგეძინებათ.

აქ არის 15 რჩევა, რომლებიც დაგემხარებათ ხანგრძლივი ფრენის სასიამოვნოდ გატარებაში:

1. დამუხტვა

დარწმუნდით, რომ თან ყველა მოწყობილობის დამტენი გაქვთ წაღებული, რათა დამუხტოთ თქვენი გაჯეტები ფრენისას. 

ალტერნატიულად – წაიღეთ ზედმეტი ელემენტები ან გარე დატენვის მოწყობილობები იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ადგილას ვერ მოთავსდით, სადაც დენის წყაროს გამოყენებას შეძლებთ. 

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ თვითმფრინავს საერთოდ არ აქვს დენცქვიტები, ამიტომაც აუცილებლად გადაამოწმეთ წინასწარ. 

2. დატვირთეთ თქვენი მოწყობილობები

სანამ ჩასხდებით თვითმფრინავში, დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობები (ტაბლეტი, ლეპტოპი, სმარტფონი) დატვირთულია თამაშებით, ფილმებით, სატელევიზიო შოუებით, მუსიკით, წიგნებით.

3. თან წაიღეთ ბალიში (გადასაფარებელი)

მაღაზიებში ათასი სახეობის სამოგზაურო ბალიშია, იპოვეთ ისეთი, რომელიც თქვენ ზუსტად მოგერგებათ, კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს და თან წაიღეთ. 

გაითვალისწინეთ, რომ ყველა თვითმფრინავი ვერ უზრუნველგყოფთ გადასაფარებლით, ამიტომ მიიღეთ მხედველობაში, რომ წაიღოთ საკუთარი ან თან იქონიეთ კომფორტული სვიტერი.

4. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი

თვითმფრინავის ტემპერატურა იშვიათადაა ყველასთვის კომფორტული. შეიძლება, თქვენ გაიყინოთ, როცა ვიღაცას ძალიან დასცხება რამდენიმე რიგის მოშორებით. წინასწარ ვერასდროს მიხვდებით, იქ თავს როგორ იგრძნობთ, ამიტომ სჯობს, თავიდანვე მომზადებული იყოთ. 

ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი და თან წაიღეთ გამოსაცვლელიც, თუ ხანგრძლივი ფრენისას ტემპერატურა შეიცვლება. 

ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სააბაზანოში ფეხსაცმლის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახვიდეთ. 

5. საძილე აბები

ერთ-ერთი ხერხი ხანგრძლივ ფრენასთან გასამკლავებლად არის, რომ მაქსიმალურად დიდხანს გქონდეთ თვალები დახუჭული. სანამ რომელიმე საძილე აბის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ გვერდითი მოვლენები და ისედაც ხანგრძლივი ფრენა კიდევ უფრო კოშმარულად არ იქციოთ.

6. არ დაგავიწყდეთ თვალის ნიღაბი

თვალის ნიღაბი არის დასაძინებელად ყველაზე კარგი საშუალება, რაც კი შეიძლება, თვითმფრინავში აიტანოთ, რადგანაც ის ბლოკავს ყველა სინათლეს და შეძლებისდაგვარად ქმნის მყუდრო გარემოს. 

რეკომენდირებულია – წინასწარ კარგად შეამოწმოთ ყიდვისას ნიღაბი და ისე წაიღოთ ფრენისთვის.

7. ჩადეთ ყურის საცობები

ყურის საცობები კარგი ძილის გარანტიას მოგცემთ. თუ მოხდა ისე, რომ დაგავიწყდათ, შესაძლებელია, ბორტგამცილებელს ზედმეტი წყვილი ჰქონდეს.

8. ხმაგაუმტარი ყურასმენები და წყნარი მუსიკა

ბავშვის ტირილის ან ხმამაღალი საუბრის მოსმენისგან თავის არიდებაში უბრალო ყურსასმენები ვერ გიშველით. იმისთვის, რომ ფრენამ მშვიდად ჩაიაროს, დაგჭირდებათ გარე ხმის ჩამხშობი ყურსასმენი, რომელიც დაბლოკავს თვითფრინავის ხმაურს და ამავე დროს, დაგამშვიდებთ წყნარი მუსიკით.

9. ჩადეთ ანტი-ბაქტერიული ხელსახოცები

ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი ბაქტერიებით სავსეა. 

მინიმალური გზა იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ბაქტერიების გავრცელებას, არის ანტი-სანიტარული ხელსახოცები, რომლითაც გაწმენდთ ხელის დასადებს, ღვედს, ლანგარს და ა.შ. სუფთა გარემო ასე თუ ისე დაგემხმარებათ მოდუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ხანგრძლივ ფრენას ეხება.

10. თან წაიღეთ სათამაშოები ან რამე წასაკითხი

თუ თქვენ ძველი ყაიდის ხართ და თან მარტო გამგზავრებასაც არ აპირებთ, თან წაიღეთ ბანქო ან რაიმე პორტაბელური სათამაშო. დაგვერწმუნეთ, ეს დროის გაყვანის კარგი საშუალებაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც არ წყალობთ ასეთ გასართობებს, წიგნი, ჟურნალი, გაზეთიც გამოგადგებათ, მათ კითხვაში დრო შეუმჩნევლად გაირბენს.

11. წაიღეთ სასუსნავები/წყალი

თუ არ აპირებთ თვითმფრინავის საკვების მირთმევას, თან წაიღეთ სამყოფი რაოდენობის სასუსნავი და წყალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბორტის ეკიპაჟი დაახლოებით 40 წუთი ანდომებს სასურველი კერძის მოტანას.

12. აარჩიეთ თქვენი ადგილი გონივრულად

თუ აპირებთ, ფრენის უმეტესი დრო ძილში გაატაროთ, აირჩიეთ ფანჯრის მხარე. ამ შემთხვევაში თქვენ არც იმაზე მოგიწევთ ნერვიულობა, რომ ვიღაცის მხარზე გიდევთ თავი და არც გვერდით მჯდომი გაგაღვიძებთ, როცა საპირფარეშოს გამოყენება დასჭირდება; მაგრამ თუ ფხიზლად ყოფნას გეგმავთ, განაპირა ადგილი შესაფერისი იქნება, რადგანაც თავისუფლად შეძლებთ ფეხის გაშლას ფრენისას.

13. შეიკარით ღვედი

თუ დაძინებას აპირებთ, ღვედი ისე შეიკარით, რომ ადვილად დაინახოს ბორტგამცილებელმა. ისინი აღარ გაგაღვიძებენ უსაფრთხოების შემოწმებისას და თქვენც მშვიდად გააგრძელებთ ძილს.

14. წაიღეთ ძილისათვის საჭირო აქსესუარები

წაიღეთ ყველაფერი, რაც კარგი ძილის გარანტიას მოგცემთ, რაც შეგიზღუდავთ კისრისა და წელის ტკივილს, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ ხანგრძლივი ფრენის სასიამოვნოდ გატარებაში.

გამოიყენეთ სპეციალური ბალიში, რომელიც ემაგრება თქვენს ადგილს და აფიქსირებს თავსა და კისერს. მისი ათასობით სახეობა არსებობს და მაქსიმალურად სწორად შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი.

15. იყავით თავაზიანი

და ბოლოს – იყავით თავაზიანი. გახსოვდეთ, რომ თვითმფრინავში მარტო არ ხართ და გმართებთ, ზრდილობიანად მოექცეთ დაცვიდან დაწყებული, მგზავრებით დამთავრებული – ყველას. გაუღიმეთ და თან წაიღეთ სამი ფილა შოკოლადი. ერთი – გამცილებლებისთვის, მეორე – ბორტგამცილებლებისთვის და მესამე – თქვენთვის! 

დაიმახსოვრეთ, რომ ბორტგამცილებლებს ძალიან დიდი როლი აქვთ ფრენისას, ამიტომაც ისინი ამ პატარა დაფასებას არ დაგივიწყებენ და შესაბამისადაც გამოხატავენ მადლიერებას.

 წყარო: www.jjredirect.wpengine.com



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე