რატომ ღირს ზოგიერთი ფრენის ბილეთი იაფი?


ფიქრობ, რომ ბილეთი ყველაზე იაფად იყიდე? შეიძლება, ასეცაა, მაგრამ შესაძლოა, შენ გვერდით მჯდომს უფრო ნაკლებად ჰქონდეს ნაყიდი. კარგი ამბავი ისაა, რომ თუ ერთხელ შეცდი და ძვირად შეიძინე ადგილი, შემდეგ ჯერზე უკვე კარგად იცი, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს.

სტატიაში კი წაიკითხავთ, როგორ დაზოგოთ ფული მაქსიმალურად.

რატომ განსხვავდება ადგილის ფასები?

ძირითად შემთხვევაში, თვითმფრინავის ბილეთის ფასი ეყრდნობა სეზონებს და ფასები ამ მხრივ არამარტო ამ სფეროში, არამედ ნებისმიერ ბიზნესში იზომება. მაგალითისთვის: შობამდე მაღაზია სვიტერს 100$ ყიდის, როცა შობის შემდეგ მისი ფასი 30$–ზე ჩამოდის ფასდაკლებით. დაახლოებით ამ პრინციპით იყიდება ბორტის ადგილებიც, იმ განსხვავებით, რომ აქ შედარებით ცოტა უფრო ჩახლართული სიტუაციაა.

როგორ ანაწილებენ ადგილების ფასებს?

ჩვეულებრივ ერთ ფრენას აქვს დაახლოებით 10 განსხვავებული ფასი თითოეული თვითმფრინავისთვის. პირველი ან ბიზნეს–კლასის ბილეთები ყველაზე ძვირია, ეკონომ–კლასის კი – ყველაზე იაფი.

განსხვავებული ფასების რამდენიმე მიზეზი:

მნიშვნელობა აქვს, როდის ყიდულობ – ყველაზე ძვირი ადგილები როგორც ბიზნეს, ასევე ეკონომ–კლასში არის ის, რომელიც გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიძინეს. ყველაზე იაფად ძირითადად არდადეგებზე და შვებულებებზე დაფრინავენ, რადგან ადგილები წინასწარ აქვთ დაჯავშნული დიდი ხნით ადრე.

კონკურენცია - პატარა ქალაქებს შორის ფრენები პატარა თვითმფრინავებით, სადაც ცოტა ადამიანი თავსდება, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დიდი თვითმფრინავებით მგზავრობა ქვეყნიდან ქვეყანაში.

მანძილი - რაც უფრო შორს მიფრინავ, მით უფრო ბევრს იხდი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს წესი ყველა მარშრუტს არ ეხება.

მოთხოვნილება - ავიახაზებმა იციან, როდის უნდა ხალხს გადაადგილება, მაგ.: ზაფხულობით, შვებულებებზე; ეს არის სეზონური პერიოდები, როცა ფასები იწევს, რადგან იციან, რომ ფულს მაინც გადაიხდიან.

ადგილების მომარაგება - ავიახაზებს ნამდვილად არ სურთ ცარიელი თვითმფრინავებით მგზავრობა. მათ ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი, როდის და სად გვინდა მგზავრობა წლის განმავლობაში.

საწვავი - საწვავის ფასები შემცირდა გასული წლების განმავლობაში, რაც ძალიან კარგი სიახლეა მგზავრებისთვის. საწვავის ფასის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება ბილეთების ფასებზე, რადგან გაზრდილი ფასი საწვავზე – ნიშნავს გაზრდილ დანახარჯს, რაც მგზავრებმა უნდა დაფარონ.

სხვა ცვლილებები სამგზავრო ფასებზე

კიდევ არის სხვადასხვა მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბილეთებზე ფასის ზრდა, თუმცა გამოცდილ მოგზაურს მათი თავიდან არიდება შეუძლია.

წინასწარი შეძენა - იაფი შენაძენი ძირითადად მოითხოვს წინასწარ დაჯავშნას, ფრენამდე მინიმუმ 14 დღით ადრე (ზოგიერთი – პირიქით, ერთი კვირით ადრე აიაფებს ადგილებს).

მინიმალური დრო დასარჩენადზოგიერთი ავიახაზი ცდილობს, მაქსიმალურად მცირე დრო დარჩეს ერთ მიმართულებაზე, შაბათი ღამე ყოველთვის კარგი გამოსავალია მათთვის. ეს ადრე უფრო გავრცელებული იყო, თუმცა დღესაც ზოგიერთ მიმართულებაზე იძულებულნი არიან, ერთი ღამით მაინც გაჩერდნენ.

გამგზავრების დღეების შეზღუდვა - იაფიანი ავიახაზები ცდილობენ, არ გაფრინდნენ/არ დაბრუნდნენ უკან ისეთ არაპოპულარულ დღეებში, როგორიცაა სამშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი.

შეზღუდვები ფრენის დროზე - ზოგიერთ შემთხვევაში, გასაფრენად საუკეთესო – წახვიდეთ არაპოპულარულ დროს, მაგ.: განთიადზე, საჭმლის მირთმევის დროს ან გაყვეთ ისეთ თვითმფრინავებს, რომლებიც ერთი ღამით რჩებიან იმავე ადგილას.

შეზღუდვები მარშრუტებზე - ზოგჯერ ერთმანეთთან დაკავშირებული ფრენები უფრო იაფია, ვიდრე ჩარტერული რეისები. სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტთ, მანამდე კარგად გამოთვალეთ, რომელი ფრენა უფრო ნაკლები დაგიჯდებათ და შემდეგ დაჯავშნეთ.

შეზღუდვა შენაძენზე - ავიახაზები ფასებს უკლებენ სამი (ან ერთი) დღით ადრე, ან იმ დღეს, როცა მიფრინავენ, ამიტომ თუ თვალს მოკრავთ შემოთავაზებას, ჯობია, იჩქაროთ.

დღეები, როცა ფასები იწევს - ავიახაზები წელიწადის კონკრეტულ დღეებზე ფასებს საგრძნობლად ზრდიან. ასეთი დღებია: შობა, ახალი-წელი, მადლიერების დღე და ზაფხულის სეზონური თარიღები.

საუკეთესო გზები გამოსავალის სანახავად:

ყოველთვის შეადარეთ ერთი ავიაკომპანიის ბილეთები მეორეს - დაჯავშნამდე კარგად მოძებნეთ ყველა კომპანიის ფრენები სასურველ მიმართულებებზე, შეადარეთ და განსხვავებასაც დაინახავთ, რომელსაც სათქვენოდ გამოიყენებთ.

იყავით მოქნილი - თვეებით ან თუნდაც სეზონით ადრე მოგზაურებს ეძლევათ შანსი, დაჯავშნონ ფრენები ყველაზე იაფად, თუ სწრაფი იქნებით, ამ მოგზაურებს შორის თქვენ აუცილებლად მოხვდებით.

წყარო: www.farecompare.com



რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე