11 რამ რაც არასდროს უნდა გააკეთოთ ფრენისას


დაბალფასიანი ავიახაზების დამსახურებით, დღეს სრულიადაც არ არის რთული ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება. უსაფრთოხოების რამდენიმე წესის გარდა, რომელთა შესახებაც ისედაც გაგაფრთხილებენ გამცილებლები, კიდევ არის სხვადასხვა რამ, რაც აუცილებლად არ უნდა გააკეთოთ ბორტზე ყოფნისას.

არ მოშორდეთ თქვენს ადგილს მთელი ფრენის განმავლობაში

თვითმფრინავით მგზავრობა ზრდის თქვენს ვენებში თრომბოზის ან სისხლის შედედების რისკს. ეს ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს როგორც მოშვებულმა ტანსაცმელმა, ასევე – მცირე გავლამ დერეფანში ან უბრალო მოძრაობამ თქვენი ადგილიდან.

არ დაგავიწყდეთ დამატენიანებლის წასმა

ცნობილია, რომ ფრენის დროს შრება კანი, ამიტომაც თუ წაისვამთ დამატენიანებელს, თავიდან აირიდებთ გამომშრალ კანს და მის მიერ გამოწვეულ ქავილს. მზის სათვალე კი დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ფანჯრებიდან შემოსული მზის მწველ სხივებს.

არ დალიოთ გაზიანი სასმელები

ყურების დაგუბება, რასაც აფრენის ან დაფრენის დროს ვგრძნობთ, შეიძლება სულაც არ არის მხოლოდ და მხოლოდ წნევის ცვლილებისგან გამოწვეული. ამას, ასევე, იწვევს გაზიანი სასმელიც, ამიტომაც ფრენისას მაქსიმალურად შეიკავეთ თავი მისი დალევისგან (მათ შორის – შამპანურისგან).

არ მიიღოთ ზედმეტი ალკოჰოლი

ამბობენ, რომ ერთი ან ორი ჭიქა შამპანური მოგეხმარებათ ფრენის დროს მოდუნებაში, თუმცა რეალურად დიდია შანსი, რომ ალკოჰოლის მიღება ნამდვილ კოშმარად გექცეთ. შესაძლოა, წნევის გამო ერთ ან ორმა ჭიქა ალკოჰოლმა თქვენზე ისე იმოქმედოს, თითქოს მთელი ბოთლი გქონდეთ მიღებული; რაც მთავარია, ძალიან სწრაფად ზემოქმედებს, ისე რომ გაცნობიერებასაც ვერ ასწრებთ.

არ გაიძროთ წინდები

შეიძლება, გინდათ, თავი კომფორტულად იგრძნოთ, თუმცა არავის უნდა, შეეგუოს თქვენს შიშველ ფეხს მათ გვერდით. ასე რომც არ იყოს, ნამდვილად გსურთ, შიშველი ფეხით იაროთ იქ, სადაც მიკრობები მთელი მსოფლიოდან დაგროვდა?!

არ დალიოთ ჩაი ან ყავა

ერთი ჭიქა ყავა ყველასთვის ყოველთვის კარგ იდეად ჟღერს, თუმცა საქმე ფრენას როცა ეხება, სიტუაცია ნამდვილად სხვანაირადაა. სჯობს, ცხელი სასმელების ნაცვლად მოითხოვოთ თუნუქის ან ბოთლის წყალი, რადგანაც ცხელ სასმელს ბაქტერიებით სავსე ჭურჭელში ამზადებენ.

არ დაიძინოთ მაშინ, როდესაც თქვენ დანიშნულების ადგილზე დილაა

მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდით დანიშნულების ადგილის დროზე. თუ მზადებას რამდენიმე დღით ადრე დაიწყებთ გვიან დაძინებით და ადრე ადგომით, გაცილებით უკეთესი იქნება.

არ მიიღოთ ის საკვები, რომელიც მაგიდას შეეხო

თეორიულად ყოველი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი მთლიანად სუფთავდება, თუმცა პრაქტიკულად კვლევებმა აჩვენა, რომ მაგიდებზე დაახლოებით 2 155 სახეობის ბაქტერია ცხოვრობს, როდესაც ტუალეტში მათი რაოდენობა სულ რაღაც 265-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ საჭმელი მაგიდას შეეხო, მიატოვეთ ჭამა.

მოსინჯეთ ახალი საძილე მედიკამენტები

საძილე აბებმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ ფრენისგან მიღებული დაღლილობა, თუმცა სანამ რამეს დალევთ, აფრენამდე კარგად შეისწავლეთ მედიკამენტი და გაერკვიეთ მასში, თუ რომელიმეს მიმართ ალერგიული აღმოჩნდებით ან გვერდით მოვლენებს გამოიწვევს, ეს არავისთვის არ დამთავრდება კარგად.

არ ატაროთ კონტაქტური ლინზები

გამომშრალი ჰაერის გამო, რომელიც ბორტზეა დახურულ სივრცეში, ლინზები იმაზე მეტად აღიზიანებს თვალებს, ვიდრე ჩვეულ შემთხვევაში. სათვალეების გამოყენება გაცილებით უკეთესია ამ დროს თვალებისათვის.

რ გაჩუმდეთ, როცა თავს ცუდად იგრძნობთ

გულის რევას გრძნობთ, თუმცა გგონიათ რომ მარტივად გადაიტანთ? გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება პირველადი დახმარების ჩანთის ამოღება გვიანი იყოს. არ დაგეზაროთ, დახმარებისთვის დროულად მიმართოთ ბორტგამცილებელს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ცუდად ყოფნა. ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, გიშველონ მსგავსს სიტუაციაში; აუცილებლად იპოვიან გამოსავალს, რათა თავი ისევ კომფორტულად იგრძნოთ.