ფრენის დაგვიანება


ფრენის დაგვიანება

ფრენის დაგვიანება 3 საათით ან მეტი დროით, მგზავრს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე ოდენობით.

ფრენის კომპენსაცია სხვადასხვა ოდენობით შეიძლება გაიცეს. ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია გაფრენის აეროპორტსა და საბოლოო დანიშნულების აეროპორტს შორის მანძილის ოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.მდე - 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე - 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილის 3500 კმ.ს და მეტი - 600 ევრო.

ფრენის დაგვიანება მგზავრს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ კი:

  • საბოლოო დანიშნულების აეროპორტში  ჩაფრინდა 3 საათით ან უფრო მეტი დროით გვიან.
  • სახეზე არ არის „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა.

აგრეთვე უნდა იცოდეთ რომ:

  • მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მიერ შეძენილი ბილეთის ფასს. მგზავრს ფრენის კომპენსაცია ეკუთვნის მიუხედავად მის მიერ ბილეთში გადახდილი ფასისა.
  • იმ შემთხვევაში თუ კი ფრენის დაგვიანება 2 საათს აჭარბებს, ავიაკომპანია აგრეთვე ვალდებულია მგზავრები უზრუნველყოს საკვებით და გამაგრილებელი სასმელით.

როგორ გამოითვლება დრო როდესაც სახეზეა ფრენის დაგვიანება ?

ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრებს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია თუ კი საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენა დაგვიანდა 3 საათით ან უფრო მეტით. შესაბამისად აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ფრენის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დადგენის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩაფრენის დრო და არა გამოფრენის დრო. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების მიხედვით, ჩაფრენის დრო გულისხმობს იმ მომენტს როდესაც თვითმფრინავი ჩაფრინდა დანიშნულების აეროპორტში, მისი მინიმუმ ერთი კარი ღია არის და მგზავრებს უფლება აქვთ ჩავიდნენ თვითმფრინავიდან. სწორედ იმ შემთხვევაში როდესაც, საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენის დრო არის დაგეგმილზე 3 საათით ან უფრო მეტით გვიან, ითვლება რომ სახეზეა ფრენის დაგვიანება  და მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია.

დამაკავშირებელი ფრენა

იმ შემთხვევაში როდესაც მგზავრს პირდაპირი ფრენა აქვს გაფრენის აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების აეროპორტამდე, ყველაფერი ცალსახაა - თუ კი მგზავრი საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრინდა 3 საათი ან უფრო მეტი დროით გვიან, მას შესაძლოა ეკუთვნოდეს ფრენის კომპენსაცია.  თუმცა ხშირად საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩასაფრენად მგზავრებს უწევთ დამაკავშირებელი ფრენის ბილეთის ყიდვაც. მაგალითად, მგზავრი მიფრინავს მადრიდიდან ლონდონში მიუნხენის გავლით. ასეთ დროს საბოლოო დანიშნულების აეროპორტი არის ლონდონში და შესაბამისად, მგზავრს შესაძლებელია ეკუთვნოდეს ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ კი ლონდონში (ანუ - საბოლოო დანიშნულების აეროპორტში) ჩაფრინდა 3 საათით ან უფრო მეტი დროით გვიან. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს დაგვიანდა თუ არა ჩაფრენა ან რამდენი საათით დამაკავშირებელ აეროპორტში (მიუნხენში). მთავარი არის რომ საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენა უნდა დაგვიანდეს 3 საათით ან მეტი დროით. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს, მთლიანი ფრენის ბილეთი (დამაკავშირებელი ფრენის ჩათვლით) შეძენილი უნდა იყოს ერთი და იგივე ავიაკომპანიისგან, ერთი ჯავშნით.

„განსაკუთრებული გარემოებები“

გაითვალისწინეთ, რომ ავიაკომპანიას არ ეკისრება მგზავრისათვის ფრენის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება თუ კი ფრენის დაგვიანება მოხდა „განსაკუთრებული გარემოებების“ მიზეზით, რომლის თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეეძლო. როგორც წესი, „განსაკუთრებული გარემოებები“ მოიცავს ისეთ შემთხვევებს ან გარემოებებს რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა არის და რომლის მართვა ან თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეუძლია. არ არსებობს „განსაკუთრებული გარემოებების“ ამომწურავი ჩამონათვალი და იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე დროს, „განსაკუთრებული გარემოებების“ არეალი შესაძლოა ყოველთვის შეიცვალოს/განახლდეს სხვადასხვა სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ზოგადად „განსაკუთრებულ გარემოებებად“ განიხილება:

  • ცუდი ამინდი რომელიც შეუძლებელს ხდის ფრენის შესრულებას;
  • პოლიტიკური ან სამოქალაქო არეულობა;
  • ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები რაც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიაზე;
  • სამთავრობო გადაწყვეტილებები;
  • ნებისმიერი სხვა გარემოება რაც არის ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა.

როგორ უნდა მოვიქცე ფრენის დაგვიანების დროს?

  • ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მოთხოვეთ ახსნა-განმარტება ფრენის დაგვიანების მიზეზთან დაკავშირებით.
  • შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი, ა.შ.).
  • მიაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო ფრენის კომპენსაციის შესახებ სხვა მგზავრებს.
  • დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად და გადმოგვიგზავნეთ სამგზავრო დოკუმენტაციის ასლები.

შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ განთავსებული ინფორმაცია ფრენის დაგვიანების დროს მგზავრთა უფლებების შესახებ არის საინფორმაციო ხასიათის და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთათვის ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც იურიდიული კონსულტაცია ან კომპენსაციის მიღების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარანტია. იმისათვის რათა შევძლოთ თქვენთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ჩვენმა გუნდა უნდა შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევის დეტალები, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ.


რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე