კომპანიის შესახებ


ფრენის დაგვიანება და ფრენის გაუქმება მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან გავრცელებული მოვლენაა. კიდევ უფრო მეტია ისეთი შემთხვევა როდესაც ავიაკომპანია სხვადასხვაგვარად არღვევს მგზავრთა უფლებებს.

სამწუხაროდ, ავია რეისების მგზავრთა დიდ ნაწილს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებებისა და იმ სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ რაც მგზავრთა ინტერესებს იცავს. ხოლო ის მგზავრები რომლებმაც იციან საკუთარი უფლებების შესახებ, ხშირად ვერ აღწევენ წარმატებას რადგანაც ავიაკომპანიები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ბარიერებს და ხერხებს რათა თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა.

ხშირად ავიაკომპანია ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს მგზავრის ინდივიდუალურ საჩივარს, გაწელოს დრო, მგზავრს შესთავაზოს სხვა ალტერნატიული სარგებელი რაც გაცილებით ცოტაა ვიდრე კუთვნილი ფრენის კომპენსაცია, მოიყვანოს „დამაჯერებელი“ თუმცა არასწორი კონტრარგუმენტი ან სხვა სხვე მეთოდებით აიძულოს მგზავრს ხელი ჩაიქნიოს და დაივიწყოს კუთვნილი ფრენის ფკომპენსაცია.

ეს უთანასწორო დაპირისპირებაა რადგან ავიაკომპანიას გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია და რესურსი აქვს ვიდრე ინდივიდუალურ მგზავრს. ჩვენი მიზანია ამ უთანასწორობის დაბალანსება და მგზავრთა ინტერესების სათანადოდ დაცვა ავიაკომპანიათა წინაშე.

Sky Lawyer (სქაილოიერი) არის ქართული კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი იურისტებით და ავიამგზავრებს თავაზობს იურიდიულ მომსახურებას ავიაკომპანიებთან ურთიერთობაში. იმ შემთხვევაში თუ კი დადექით შემდეგი პრობლემების წინაშე:

  • ფრენის დაგვიანება 3 საათით ან მეტი დროით;
  • ფრენის გადადება;
  • ჩასხდომაზე უარის თქმა;
  • ბარგი დაკარგვა ან დაზიანება და ა.შ.

ჩვენ შევძლებთ თქვენი სახელით ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტის შედგენას, დავისა და მოლაპარაკებების წარმოებას ავიაკომპანიასთან, ყველა სათანადო სამართლებრივი პროცედურის გავლას, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში დავის გაგრძელებას და თქვენთვის კუთვნილი ფრენის კომპენსაციის მოპოვებას.

თუ თვლით რომ რომელიმე ავიაკომპანიამ დაარღვია თქვენი უფლება გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: claim@skylawyer.eu. ჩვენი გუნდი უფასოდ შეისწავლის თქვენს პრობლემას და დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.

კომპანიის რეკვიზიტები:

  • იურიდიული დასახელება: შპს "სქაილოიერ";
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 400243081; 

რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე