ფრენის გადადება


ფრენის გადადება

ფრენის გადადება მგზავრს უფლებას ანიჭებს ავიაკომპანიას მოსთხოვოს გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ავიაკომპანია ვალდებულია გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია მხოლოდ მაშინ როდესაც სახეზეა მთელი რიგი წინაპირობები, რომელსაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ იხილავთ.

ფრენის გაუქმების შემთხვევაში:

  • ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს შეატყობინოს ამის შესახებ რაც შეიძლება ადრე და შესთავაზოს ალტერნატიული ფრენა.
  • მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს გაუქმებული ფრენის ბილეთში გადახდილის ფასის ანაზღაურება ან ავიაკომპანიის მიერ ალტერნატიული რეისის (ან ტრანსპორტირების) შემოთავაზება რაც შეიძლება სწრაფად.
  • მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე იმ შემთხვევაში თუ კი სახეზეა ფრენის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები.

მნიშვნელოვანია, რომ თუ კი ავიაკომპანიამ ფრენის გადადების შესახებ მგზავრს შეატყობინა ფრენამდე 14 დღეზე ნაკლები დროით ადრე, მგზავრს შესაძლოა ეკუთვნოდეს 250 დან 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ავიაკომპანიამ მგზავრს აუნაზღაურა გაუქმებულ ფრენაში გადახდილის ბილეთის საფასური.

ფრენის კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია გაფრენის აეროპორტსა და საბოლოო დანიშნულების აეროპორტს შორის მანძილის ოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.მდე - 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე - 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილის 3500 კმ.ს და მეტი - 600 ევრო.

ფრენის გადადება ავიაკომპანიას აკისრებს ვალდებულებას გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

  • მგზავრმა დროულად გაიარა რეისზე რეგისტრაცია.
  • ფრენის გაუქმება არ მომხდარა „განსაკუთრებული გარემოებების“ მიზეზით რისი თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეეძლო. 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობები ზოგადი ხასიათისაა და შესაძლებელია საჭიროებდეს დამატებით განმარტებას ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და უფასოდ შეამოწმოთ გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია ჩვენს ონლაინ აპლიკაციაში ან გთხოვთ თქვენი ქეისის შესახებ  მოგვწეროთ დეტალურად.

მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მიერ შეძენილი ბილეთის ფასს. მგზავრს ფრენის კომპენსაცია ეკუთვნის მიუხედავად მის მიერ ბილეთში გადახდილი ფასისა.

ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია თუ კი:

  • ავიაკომპანიამ შეატყობინა ფრენის გადადების შესახებ 14 დღეზე მეტი ვადით ადრე.
  • ფრენის გადადება მოხდა „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო, რომელიც ავიაკომპანიას არ შეეძლო აერიდებინა თავიდან.

„განსაკუთრებული გარემოებები“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაკომპანიას არ ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაში როდესაც ფრენა გადაიდო „განსაკუთრებული გარემოებების“  მიზეზით. როგორც წესი, „განსაკუთრებული გარემოებები“ მოიცავს ისეთ შემთხვევებს ან გარემოებებს რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა არის და რომლის მართვა ან თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეუძლია. არ არსებობს „განსაკუთრებული გარემოებების“ ამომწურავი ჩამონათვალი და იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე დროს, „განსაკუთრებული გარემოებების“ არეალი შესაძლოა ყოველთვის შეიცვალოს/განახლდეს სხვადასხვა სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ზოგადად „განსაკუთრებულ გარემოებებად“ განიხილება:

  • ცუდი ამინდი რომელიც შეუძლებელს ხდის ფრენის შესრულებას;
  • პოლიტიკური ან სამოქალაქო არეულობა;
  • ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები რაც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიაზე;
  • სამთავრობო გადაწყვეტილებები;
  • ნებისმიერი სხვა გარემოება რაც არის ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა.

როგორ უნდა მოვიქცე ფრენის გადადების დროს?

  • ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მოთხოვეთ ახსნა-განმარტება ფრენის გადადების მიზეზთან დაკავშირებით.
  • შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი, ა.შ.).
  • მიაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო ფრენის კომპენსაციის შესახებ სხვა მგზავრებს.
  • დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად და გადმოგვიგზავნეთ სამგზავრო დოკუმენტაციის ასლები.

შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ განთავსებული ინფორმაცია ფრენის გადადების დროს მგზავრთა უფლებების შესახებ არის საინფორმაციო ხასიათის და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთათვის ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც იურიდიული კონსულტაცია ან კომპენსაციის მიღების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარანტია. იმისათვის რათა შევძლოთ თქვენთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ჩვენმა გუნდა უნდა შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევის დეტალები, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ.


რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე